ახალი პროექტის პრეზენტაცია
     მიმდინარე წლის 9 თებერვალს ქ. ფოთში გაიმართა ორგანიზაცია „რეგიონალური მოძრაობა ბავშვთა მონაწილეობისათვის“ (ReCAP) პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიზანია 14–18 წლამდე ასაკის ბავშვთა მოტივირება და მათი უნარ–ჩვევების განვითარება, იმისათვის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ, ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ქ. ფოთის №4, №6 და  №11 საჯარო სკოლები