საატესტატო გამოცდები დაიწყო

მეთორმეტე კლასელები წელს პირველად საატესტატო გამოცდებს კომპიუტერების საშუალებით აბარებენ. გამოცდა 8 საგანში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა,  უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. სკოლის გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება. იხ. ვრცლად>> 
გამოცდების პირველმა დღემ ჩვენს სკოლაში წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეები გამოცდებამდე მართალია ღელავდნენ, მაგრამ გამოცდების მიმდინარეობის პროცესით კმაყოფილი დარჩნენ.