ინტეგრირებული გაკვეთილი -მათემატიკა ხელოვნება

 13თებერვალს VII კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ხელოვნებაში, პედაგოგები მაია ჭოჭუა და ლია ელიავა. გაკვეთილის თემა " წერტილის კოორდინატები წრფეზე და სიბრტყეზე".
გაკვეთილის მიზანი იყო კოორდინატთა მეთოდის შესახებ წარმოდგენის გაღრმავება, კოორდინატთა მეთოდის გამოყენების უნარის განვითარება, სხვადასხვა ფიგურების კოორდინატთა მეთოდით, რიცხვების საშუალებით წარმოდგენის უნარის განვითარება.
მოსწავლეებს დაურიგდათ ბარათები პრაქტიკული სავარჯიშოებით, თითოეული მათგანი მუშაობდა დამოუკიდებლად წერტილების აგებაზე კოორდინატების მიხედვით ან პირიქით და წარმოადგინეს ნახატები შექმნილი მოცემული კოორდინატების მიხედვით. გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ. სასიამოვნო გარემოს შექმნის მიზნით ხელოვნების მასწავლებლის მითითებით მოსწავლეებმა ფერების გამოყენებით მრავალფეროვანი ნამუშევრების პრეზენტაცია წარმოადგინეს. საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთო მთელი ჯგუფი, თავი გამოიჩინეს თეონა ქარქაშაძემ, ლევან შენგელიამ, გიგა ჯოლოხავამ, თეკლე კუპრავამ. დასასრულს მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა ფოიეში.