წარმატებული მოსწავლეები

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე თავი ისახელეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა. საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს რუსულენოვანი ჯგუფის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, XII კლასელი ლორენა შამათავა  მეორედ გახდა გამარჯვებული. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იგი დააჯილდოვა ფულადი პრემიით. IXკლასის მოსწავლეები ალანია მადლენა, გონჩაროვა მარია, კახიანი რუსიკო, მიქაძე ლია, თეზელაშვილი ოთარი, ჩხენკელი თამრიკო(ქართულიენისა და ლიტერატურისპედაგოგი ირმა დოლბაძე, დამრიგებელი მარინა მიმინოშვილი), X კლასის მოსწავლეები მიქაძე ნათელა და ჩხენკელი ხატია(ქართული ენის პედაგოგი მზია გვენეტაძე, დამრიგებელი შორენა გაზაშვილი) დაჯილდოვდნენ ინგლისური ენის საზაფხულო ბანაკის საგზურებით. ვულოცავთ ამ წარმატებულ მოსწავლეებს მიღწეულ შედეგებს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში.