ადამიანით ვაჭრობა-ტრეფიკინგი

                    16 ოქტომბერს VIII კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი "ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი", რომელიც მოამზადა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ილონა გაბუნიამ.  გაკვეთილს  ესწრებოდა სახელმძღვანელოს ავტორი ქალბატონი მანანა ჯინჭარაძე.  სახელმძღვანელო მოსწავლეთათვის ადამიანით ვაჭრობა(ტრეფიკინგი) შეიქმნა პროექტის "საქართველოს სასკოლო განათლება ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის ) პრევენციის სამსახურში" ფარგლებში.
       პროექტს ახორციელებს  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან  მჭიდრო თანამშრომლობით.
       ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიხედვით, მოზარდი უნდა აღიზარდოს მაღალზნეობრივ ღირებულებებზე, იცოდეს კანონის, ადამიანის ღირსებისა და  უფლებების პატივისცემა. შეძლოს საჭირო ინფორმაციის მოპოვება, პრობლემების გააზრება და სირთულეების გადაჭრის გზის დასახვა.
მთავარია, რომ მოზარდებმა  კარგად გაიაზრონ, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ ტრეფიკინგის სახით და როგორ აიცილონ იგი თავიდან საჭიროების შემთხვევაში კი ვის და როგორ მიმართონ დახმარებისათვის.
        გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ, სპეციალურად შემუშავებული სასწავლო მასალა ინტერაქტიული მეთოდებისა და ხერხების გამოყებნებით იქნა გაშუქებული და ავტორის მოწონება დაიმსახურა.
        საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდნენ დირექტორი ბ-ნი გივი ხომერიკი,  დირექტორის მოადგილე ქ-ნი ნაირა დუნდუა, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პედაგოგები ნინო სილოგავა და ირინა ხურცილავა.