წარმატებული მოსწავლეები!



      ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები. საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს რუსულენოვანი ჯგუფის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ესენია X კლასის მოსწავლეები ალანია მადლენა, გონჩაროვა მარია, კახიანი რუსიკო, თეზელაშვილი ოთარი, ჩხენკელი თამრიკო, ამიჭბა დიმიტრი (ქართულიენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო კიკალიშვილი, დამრიგებელი მარინა მიმინოშვილი), XI კლასის მოსწავლეები სალტანოვა ვიოლეტა და ჩხენკელი ხატია(ქართული ენის პედაგოგი მზია გვენეტაძე, დამრიგებელი შორენა გაზაშვილი), IX კლასის მოსწავლე ლერი შამათავა(ქართული ენის პედაგოგი მზია გვენეტაძე, დამრიგებელი ელენე კარანაძე).
       ინგლისურ ენაში მაღალი ქულით თავი ისახელა XII კლასის მოსწავლემ ვიქტორ ლაცკევიჩმა(ინგლისური ენის პედაგოგი ნატალია კუპრაძე, დამრიგებელი მზია გვენეტაძე). 
       ჩვენი წარმატებული მოსწავლეები ხვალ მიემგზავრებიან თბილისში ფინალურ ტურზე.
        ვუსურვებთ წარმატებებს.