5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა!


      დღეს მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს 41-ედ აღნიშნავს.


    გარემოს დაცვის დღე 1972 წელს დაწესდა. ამ დღის დაარსების მთავარი მიზანი და არსი გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაციის ეფექტური გავრცელებაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით “გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა”(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს უძღვნის. 

ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად APM ერმინალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მარიკა ნადარაიას ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია, რომელზეც მიწვეული გახლდით საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სხვადსხვა დაინტერესებული სამსახურების წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა ეკატერინე გოგოლაძემ, პრეზენტაციას უძღვებოდა გულიკო კეკელიძე. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქ-ნი ნინო დვალიშვილი.


          სამუშაო პროცესში ჩაერთნენ მოსწავლეები მე-6, მე-4, მე-8 და 1-ლი საჯარო სკოლებიდან, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები გარემოს ეკოლოგიურ პრობლემებზე და მოსწავლეთა როლსა და ჩართულობაზე გარემოსდაცვით კამპანიებში, აჩვენეს ჩატარებული სხვადასხვა აქციებისა თუ სამოქალაქო სექტორში გამოკითხვის შედეგების ამსახველი ვიდეო მასალები.






        ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ სუფთა გარემოში, მაგრამ ასევე გვაქვს ვალდებულება დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან
      ცუდი ისაა, უფლებები ვიცით, ვალდებულებები კი – არა. ან უბრალოდ არ გვინდა ვიცოდეთ.