ქალბატონი კლარა ნიქაბაძის საიუბილეო საღამო!

   დამსახურებული პედაგოგი, ქალბატონი კლარა ნიქაბაძე , რომელმაც ღირსეულად გაიარა შემოქმედებითი გზა-სავალი, დღესაც ამშვენებს ჩვენი სკოლის პედაგოგიურ კილექტივს... მიუხედავად წლების სიმრავლისა,  იგი  ენერგიულად და შემართებით ფუსფუსებს თავის პატარა აღსაზრდელებთან და აზიარებს ცოდნის უკიდეგანო სამყაროს...

        ქალბატონმა კლარამ სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას...       1964 წლიდან ის მე-3 საშუალო სკოლის დაწყებითი საფეხურის
მასწავლებელია, 1995 წლიდან დღემდე მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგია..
        დღეს ქლბატონ კლარას 75 წელი შეუსრულდა და კოლექტივმა და მისმა მოსწავლეებმა ძალიან ლამაზი საღამო აჩუქეს...
         საზეიმოდ მორთულ სააქტო დარბაზში საპატიო ქალბატონი სკოლის დირექტორმა   ბ-მა     გივი ხომერიკმა შემოაბრძანა...
       უამრავი ყვავილების თაიგული, მილოცვები და სურვილები...

       საღამოს ორგანიზება გაუწია და უძღვოდა რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქ-ნი ინგა საბიაშვილი... 
      ლიტერატურულ- მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდნენ ქ-ნი კლარას ყოფილი მოსწავლეები V, VIII და XII კლასის მოსწავლეები, ასევე IX, XI -ა და XI-ბ კლასის მოსწავლეები. 
      საღამოზე მოსალოცად მობრძანდნენ საპატიო სტუმრები, ქ-ნი კლარას ყოფილი კოლეგები ქ-ნი მერი ჭანტურია, ქ-ნი სვეტლანა დიდიძე, ქ-ნი ინდიანა ლოლუა, ქ-ნი ირინა წირღვავა, ასევე კურსდამთავრებულები..
       ჯანის სიმრთელეს და მხნეობას ვუსურვებთ ქალბატონ კლარას...