"პი" რიცხვის საერთაშორისო დღე...

             ყოველწლიურად 14 მარტსმ  სოფლიოში აღნიშნავენ    π  „პი“ რიცხვის  საერთაშორისო  დღეს.


   ეს დღესასწაული მოიგონა ამერიკელმა ფიზიკოსმა   ლარი შოუმ და               პირველად ის აღინიშნა  1987  წელს  სანფრანცისკოს  ხელოვნებისა   და მეცნიერების  მუზეუმში
თარიღი და დრო შეირჩა ისერომ გამოყენებული   ყოფილიყო რაც შეიძლება 
ბევრი ციფრი ამ  უსასრულო რიცხვისაჯერ მოდის თვის ნომერი 3 (ანუ მარტი),  შემდეგ რიცხვი 14 და ბოლოს  დრო _ საათი და 59 წუთი. მიიღება 3, 14159 პი
რიცხვის პირველი ციფრები.
  ეს არის წრეწირის სიგრძის შეფარდება მის დიამეტრთან. ის არის უსასრულო ათწილადი მისი აღნიშვნა არის ბერძნული ანბანის მე-16 ასო. პირველად  აღნიშვნა 
გამოიყენა ინგლისელმა  მათემატიკოსმა  ჯონსონმა 1706  წელს
XVIII საუკუნის  მიწურულს  გერმანელი  მათემატიკოსმა  ლამბერტმა და
 ფრანგმა ლეჟანდრმა დაამტკიცეს, რომ  π არის ირაციონალური რიცხვი.

   π არის ტრანსცედენტური რიცხვი ეს ნიშნავს ის არ შეიძლება იყოს მთელკოეფიციენტებიანი მრავალწევრის ფესვი. ეს დამტკიცებულ იქნა
 1882 წელს პროფესორი კოენისბერგის, შემდეგ კი  მიუნჰენის 
უნივერსიტეტში ლინდერმანის მიერ.  დამტკიცება გაამარტივა  ფელიქს 
კლეინმა 1894 წელს.
          ევკლიდეს გეომეტრიაში წრის ფართობი და წრეწირის სიგრძე π რიცხვის
 ფუნქცია  ტრანსცედენტურობის მტკიცებამ ბოლო მოუღო კამათს
 ,,წრის კვადრატურობის“ შესახებ რომელიც 2,5 ათასი წლის მანძილზე
 გრძელდებოდა.
        ,,წრის კვადრატურა“ - ასეთი სახელწოდებითაა ცნობილი ამოცანა:
         - ფარგლისა და სახაზავის საშულებით ავაგოთ კვადრატი, რომლის 
ფართობი მოცემული წრის ფართობის ტოლია (წრის ტოლდიდია)
ამ ამოცანას ძალზე დიდი ისტორია აქვს. მის ამოხსნას ჯერ კიდევ ძველ
 საბერძნეთში ცდილობდნენ (ძვ.წ.ა V-III საუკუნეებში ) ამ ამოცანის ამოხსნის შეუძლებლობა მხოლოდ  მე-19 საუკუნეში დამტკიცდა.
         უძველეს დროიდან იყო მცდელობა π რიცხვის მიახლოებითი მნიშვნელობის
 საპოვნელად რაციონალური რიცხვების გამოყენება.
ეგვიპტეში წრის ფართობის საპოვნელად იყენებდნენ პის შემდეგ მნიშვნელობას
π  =3,16049
       ბერძენი მეცნიერი არქიმედე (ძვ.წ.ა III ს), განიხილავდა წრეწირსს როგორც 
მაში ჩახაზული და შემოხაზული წესიერი მრავალკუთხედების პერიმეტრების მიმდევრობის ზღვარს, როდესაც წვეროების რაოდენობა უსასრულოდ
 იზრდება და ის მერყეობს
                          π= 3,14 084....  და       π= 3,14 285... შორის                                                                           
  ის მიახლოებით             π= 3,1415929....
    
       ბრიტანელმა მათემატიკოსმა 1706 წელს პირველად გამოიყენა ამ რიცხვის
π -ასოთი აღნიშვნა,  წრეწირის სიგრძის შეფარდება მის დიამეტრთან   ასოთი 
აღნიშვნა საყოველთაოდ მიღებულ იქნა 1737 წელს. ის ლეონარდო ელეირის 
 მიერაა შემოღებული.  ეს სიტყვა  ბერძნული სიტყვაა περιφέρεια -წრე, პერიფერია.
კომპიუტერულ პერიოდში მეცნიერებს გაუმარტივა ცხოვრება მექანიზმებმა. მაშინ როდესაც XVII საუკუნეში მეცნიერები ანდომებდნენ დიდ დროს
 ამ რიცხვის გამოსათვალად , კომპიუტერული ხელსაწყოთი მეცნიერმა გამოთვალა
π რიცხვის 2037 ციფრი მხოლოდ და მხოლოდ 70 საათში .  XX საუკუნის ბოლოს 
206 158 430 000 ციფრი მძიმის შემდეგ შეერთებული შტატების და იაპონიის 
მეცნიერებმა დაამყარეს ახალი რეკორდი რიცხვ π-ის გამოთვლაში. დღემდე
კონსტანტის ყველაზე ზუსი მაჩვენებელი იყო 2,7 ტრილიონი ნიშანი მძიმის 
შემდეგ. ეს მაჩვენებელიმიმდინარე წლის მეორე ნახევარშიდაითვალა
ფიზიკოსმა ფაბრის ბელარდმა 2009ფრანგმა პროგრამოსტმა ფაბრის ბელლარმა თავის პერსონალურ კომპიუტერში დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი პი რიცხვის
 გამოთვლაში. სიზუსტით 2,7 ტრლნ მძიმის შემდეგ მან ამისთვის დახარჯა131 დღე
2010 წელს ახალი რეკორდი ბევრად აღემატება ბელარდის მიერ დათვლილ 
მაჩვენებელსამერიკელმა სტუდენტმა ალექსანდრე იი-მ და იაპონელმა 
მეცნიერმა შიგერუ კონდომ გამოთვალეს π სიზუსტით მძიმის შემდეგ ხუთი
ტრილიონი ნიშანი.
გამოსათვლელად გამოიყენეს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა და კომპიუტერიWindows Server 2008 R2-ის მართვის ქვეშმოწყობილობა აღჭურვილი 
იყო Intel- ის მიკროპროცესორით და ორი ათეული გარე მყარი დისკით.
შედეგის მისაღებად დაიხარჯა 90 დღე.
2011 წელს მათ გააუმჯობესეს რეკორდი გამოთვალეს  10 ტრილიონი ციფრი 
მძიმის შემდე თუმცა ინჟინრები და მათემატიკოსები იშვიათად ხმარობენ რიცხვი პისრომლის მძიმის შემდეგ მაჩვენებელი აჭარბებს ათასს ნიშანს.
რაციონალური მიახლოება
π = 3,14285714... - არქიმედე (ძვ.წ.ა III ს ბერძენი მათემატიკოსი,
ფიზიკოსი  ინჟინერი
π = 314166667...-არაბხატა(Vს)-ინდიელი მათემატიკოსი და ასტრონომი
მათემატიკოსი და ასტრონომი
π  =3,14159292... -Цзу Чунчжи (Vს)-ჩინელი მათემატიკოსი და ასტრონომი

      ეს დღესასწაული მოკრძალებულად აღნიშნა მე-4 საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრის პედაგოგებმა, კათედრის გამგე ნატალია ტყებუჩავა, პედაგოგები ნაირა დუნდუა,  მაია ჭოჭუა, ჯულიეტა  მიმინოშვილი.
კათედრის თაოსნობით  კლასებში გაშუქდა საინფორმაციო  მასალა, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია... ღონისძიება იყო  საინტერესო და სახალისო...