"სულსწრაფია ჩემი საწერკალამი"

               2011 წლის 18 მაისს, ქ.ფოთის  №4 საჯარო სკოლაში გაიმართა ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამო ,,სულსწრაფია ჩემი საწერკალამი“, სადაც გაჟღერდა XI კლასის მოსწავლის ბექა დავითაიას ლექსები. საღამო რომანტიკულ გარაემოში წარიმართა, სადაც ერთმანეთს მუსიკის ფონზე ენაცვლებოდა ჩანახატებისა და ლექსების ხატოვანი ფრაზები.
საკუთარი ლექსები წაიკითხა ამავე კლასის მოსწავლემ გოგა ფარღალავამ.
პატარა პოეტებს მხარში ედგნენ თანაკლასელები და მათ მიერ დაწერილი ჩანახატების გვერდით თავადაც ამბობდნენ ბექას ლექსებს.
 კლასის კრეატიულობას ახალისებდა და აფერადებდა მათ მიერ შესრულებული სიმღერები.
საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა. მსმენელმა აღფრთოვანება ვერ დამალა ახალბედა პოეტის მიმართ და ბექას საინტერესო, დატვირთული და ლამაზი მომავალი უწინასწარმეტყველა.
ვუსურვოთ ბექას შემოქმედებით ზრდა და პოეზიის ამ საოცარ სამყაროში, მუზათა მორევში ჩახვეული სულსწრაფობა მისი კალმისა კიდევ უფრო ბობოქარი და ძლევამოსილი გამხდარიყოს!