22 დეკემბერს სკოლის სპორტულ დარბაზში, დაწყებითი საფეხურის IV კლასის ქართული და რუსულენოვანი ჯგუფის მოსწავლეები, პედაგოგების მაკა კოპალიანისა და თამარ მიგინეიშვილის ორგანიზატორობით, შეეჯიბრნენ სხვადასხვა სპორტულ ნომინაციებში. მოსწავლეები გადანაწილდნენ ორ ჯგუფში "არგო" და "მართვე". მხიარული სტარტები ორგანიზებულად და ხალისიანად წარიმართა. ჯიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი- გუნდი "მართვე". ღონისძიება კიდევ უფრო გაახალისა სხვადსხვა მუსიკალურმა ნომრებმა პატარა ხელოვანების მონაწილეობით.