საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახორციელებს. კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს 1921, 2008 წ/წ-ში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე.
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ, კათედრის ხელმძღვანელი ნინო სილოგავა, 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ჩაატარა სასკოლო ღონისძიებები თემაზე "რუსული ოკუპაციის ეტაპები". V-XII კლასებში ჩატარდა გაკვეთილი –სემინარები, სადაც მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს აღნიშნული მოვლენის ისტორიული ქრონიკა. გაკეთდა შეფასებები.
კვირეულის ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია საშუალო საფეხურის XI-XII ქართულენოვანი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, პედაგოგი ილონა გაბუნიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ისტ გამოყენებით თვალსაჩინოდ წარმოადგინეს რუსული ოკუპაციის ამსახველი ისტორიული მოვლენები, საგანგებოდ შექმნილი ჩანახატები, დოკუმენტური ფილმები, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა კონფერენციის ბოლოს.
კვირეული დაიხურა დოკუმენტური ფილმის "საბჭოთა ისტორია" ჩვენებით.
კვირეული დაიხურა დოკუმენტური ფილმის "საბჭოთა ისტორია" ჩვენებით.