კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები!



2012  წლის 31 მარტს, ჩვენი სკოლის ქართული და  რუსულენოვანი ჯგუფების IX კლასის მოსწავლეები, დირექციის  ორგანიზებით, სასწავლო  პროექტების მენეჯერის ილონა გაბუნიას ხელმძღვანელობით, გაემგზავრნენ ქ. ბათუმში  ორდღიან  ტრენინგზე.
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, განსაკუთრებით მოსწავლე-ახლგაზრედობაში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების, როგორც ღირებულებათა სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის  რეგიონალურმა ცენტრმა უმასპინძლა ჩვენი სკოლის 19 მოსწავლეს.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ძირითადი კანონის პრინციპებისა და ნორმების პატივისცემის, კანონმორჩილების დამკვიდრების ხელშეწყობა.
მეტად საინტერესო და შინაარსიანი გამოვიდა პროექტით გათვალისწინებული პროგრამა. მოსწავლეები ეწვივნენ კონსტიტუციონზლიზმის დარბაზს, მოიმინეს ლექციები კონსტიტუციონალიზმის პრინციპების , საქართველოსა და საზღვარგარეთის  ქვეყნების კონსტიტუციების განვითარების  ისტორიის შესახებ, ნახეს კონტიტუციონალიზმის ცენტრში მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი ფილმი „კანონთა კანონი“. ტრენინგის ფინალურ ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდათ თემატური ტესტირება, რომლის შედეგად გამოვლინდნენ საუკეთესონი: I ადგილი- მირანდა მატუშევსკაია, II  ადგილი- თამარ ჩხენკელი,  III ადგილი- მარი გიგიბერია. წარმატებულ მოსწავლეებს  დიპლომები და  მედლები გადასცა სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ბატონ სულხან მელაძემ.  ასევე ტრენინგის თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერთფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები ( მაისურები, კეპები, საწერკალმები).
ასევე მოსწავლეები ესტუმრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსშესანიშნავ ადგილებს,  გონიოს  ციხეს, მუზეუმებს, ულამაზეს სანაპიროს.
ეს იყო ორი უბედნიერესი დღე, რისთვისაც  უღრმესი მადლობა სკოლის დირექტორს ბატონ გივი ხომერიკს და ქალბატონ თამარ მენაფირეს, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს!