"ენაი შემკული და კურთხეული"

20 აპრილს, ქ.ფოთის  №1 საჯარო სკოლაში, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიისა და კულტურის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა ქართული ენისადმი მიძღვნილი კონკურსი "ენაი შემკული და კურთხეული", რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეთა გუნდმა "მთიები", გუნდის წევრები გიგა პარკაია, ლევან ლომაძე, ლანა ალანია, ანა ხაჟუმია, ანა ბოკუჩავა,  მეორე ადგილი დაიმსახურა.
ქართული ენის კვირეულში აქტიური მონაწილეობისა და საკონფერენციო თემის წარდგენისათვის დიპლომითა და სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა თეზელაშვილი.
დეკლამატორთა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა XII კლასის მოსწავლემ ბექა დავითაიამ.