16 ოქტომბერს Vკლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებელი თინათინ ცირამუა, ისტორიის მასწავლებელი ირინა ხურცილავა და მშობლები ესტუმრნენ კოლხეთის ეროვნულ პარკს.
გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო ეროვნული პარკის უნიკალური ფლორისა და ფაუნის გაცნობა.
მათ მასპინძლობა გაუწია ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხათუნა ქაცარავამ, მეცნიერთანამშრომლებმა მანანა ჩიქოვანმა და დარეჯან ჩიქობავამ.