ოკუპაციის კვირეული...



                 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ყოველწლიურად, თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახორციელებს. კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს 1921, 2008 წ/წ-ში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე.
                  ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ ჩაატარა სასკოლო ღონისძიებები თემაზე "რუსული ოკუპაციის ეტაპები". V-XII კლასებში ჩატარდა გაკვეთილი –სემინარები, სადაც მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს აღნიშნული მოვლენის ისტორიული ქრონიკა. გაკეთდა შეფასებები.
                 კვირეულის ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია საბაზო და საშუალო საფეხურის IX-XII ქართული და რუსულენოვანი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, პედაგოგების ილონა გაბუნიას, ნინო სილოგავას, ირინე ხურცილავას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ისტ გამოყენებით თვალსაჩინოდ წარმოადგინეს რუსული ოკუპაციის ამსახველი ისტორიული მოვლენები, საგანგებოდ შექმნილი ჩანახატები, დოკუმენტური ფილმები, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა კონფერენციის ბოლოს.