"სუფთა ზღვა, სუფთა სანაპირო ზოლი..."
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა დასუფთავების აქცია ულამაზესი მალთაყვის სანაპირო ზოლზე... აქციაში ჩაერთო კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები და მათი სტუმრები, APM ტერმინალის წარმომადგენლები, რომლებმაც პლაჟს ახალი ინვენტარი შეჰმატეს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მე-4,მე-7, მე-2 და 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები..
 აქციის
შემდგომ გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, რომელსაც ორგანიზება სპორტის სამსახურმა გაუწია... დღემ ხალისიანად ჩაიარა...

          მალთაყვა ფოთის სამხრეთი გაგრძელებაა. მისი ტერიტორია სამკუთხედის ფორმის ნახევარკუნძულად აღიქმება, რადგან მოქცეულია ზღვას, პალიასტომის ტბასა და მდინარე კაპარჭას შორის. სანაპირო ზოლის საკურორტო-სამკურნალო პირობებს წარმოადგენს ზღვა, ზღვიური წარმოშობის ქიმიური მიკროელემენტები და მზის სხივების სიუხვე. 
      
        ეს პირობები წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული გულ-სისხლძარღვთა სისტემით, სასუნთქი ორგანოებითა და ნერვული სისტემით დაავადებულთა სამკურნალოდ.



  ყველაზე საუკეთესო საჩუქარს, რასაც ფოთის მოსახლეობას და ფოთში ჩამობრძანებულ სტუმრებს გავუკეთებთ, ეს იქნება საკურორტო ზოლის აღდგენა და საზაფხულო გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა.