პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა ფრინველების
შესახებ. გააცნობიერონ ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა ჩვენი საარსებო გარემოსათვის. გარემოს მიმართ ადამიანის მართებული დამოკიდებულების
ჩამოყალიბება, ფრინველებზე დაკვირვების წარმოება.
კვლევის, მონაცემთა შეგროვების, აღრიცხვის უნარების განვითარება. ხელოვნების სხვადსხვა
ნიმუშების შექმნა ხატვა, ძერწვა, ფრინველთა მაკეტების შექმნა, ბუდეებისა და ჩიტების
სახლის დამზადება.
მოსწავლეთა ასაკი:დაწყებითი საფეხური, მე-5, მე-6, მე-7
კლასი ქართული და რუსულენოვანი ჯგუფის მოსწავლეები.
პროექტის აღწერა: ფრინველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
ყოველწლიურად 1აპრილს “UNESCO-ს“ პროგრამის
„ადამიანი და ბიოსფეროს“ფარგლებში, რადგან 1906 წლის 1აპრილს მოეწერა ხელი საერთაშორისო
კონვენციას ფრინველთა დაცვის შესახებ. სულ მსოფლიოში აღინიშნება რამდენიმე ასეთი „ჩიტის
„ თარიღი. „ფრინველთა დღე“ 4მაისს, „ფრინველთა ნაციონალური დღე აშშ-ში" 5 იანვარს,
„გადამფრენი ფრინველების საერთაშორისო დღე“ მაისის მეორე შაბათს, „ფრინველთა ნაციონალური დღე დიდ ბრიტანეთში“ 22 იანვარს.
ეს ტრადიციულად არის გაზაფხულის შემობრძანების დღე, რომელსაც გვამცნობს თბილი ქვეყნებიდან
დაბრუნებული ფრინველები. ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მსოფლიო ხალხები.
აცხობენ ცომეულს ჩიტების გამოსახულებით, ამზადებენ ჩიტების სახლებს და ამაგრებენ პარკში ხეებზე, უძღვნიან
სიმღერებსა და ლექსებს.
ფრინველთა
საერთაშ
ორისო დღის აღსანიშნავად საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა და ხელოვნების კათედრის თაოსნობით
მომზადდა ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა ჩართულობას ადგილობრივი ფაუნის უკეთ
შესწავლასა და ინტერესის გაღვივებას , ბუნებასთან მათი დაახლოების მიზნით. უკეთ აღიქვან
მჭიდრო კავშირი ბუნებრივ გარემოს მდგომარეობასა
და ადამიანის კეთილდღეობას შორის.
პროექტის მიმდინარეობისას მასწავლებელი გააცნობს დაგეგმილი
გაკვეთილის მიზანს. გაკვეთილი წარიმართება
სხვადსხვა აქტივობების გამოყენებით, კერძოდ ჯგუფური მუშაობა
და გონებრივი იერიში, კითხვა-პასუხი. მოსწავლეები განაწილდებიან ჯგუფებში, მიიღებენ
კონკრეტულ დავალებებს.
კერძოდ ერთი ჯგუფი იმუშავებს ნახატების შექმნაზე, მეორე გამოძერწავს,
მესამე დაამზადებს ბუდეს ჩიტებისათვის, მეოთხე მუყაოსაგან დაამზადებს ჩიტებისათვის
სახლებს, მეხუთე ჯგუფი მოამზადებს ვიდეო და
აუდიო მასალას, მეექვსე ჯგუფი მოამზადებს ლიტერატურულ
ზეპირ ჟურნალს. გაკვეთილს გაუძღვება ხელოვნების
პედაგოგი მაია ჩარაევა და ბიოლოგიის პედაგოგი თინათინ ცირამუა, მოსწავლეთა თანამშრომლობას
დააკვირდება თამარ ნეტესოვა და ზალინა კოჩიევა.
თითოეული ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას, პროექტს გამოაქვეყნებენ ბლოგზე. პოზიტიური
გარემოს შექმნის მიზნით შესრულდება მუსიკალურ ნომრები, ნაჩვენები იქნება ფილმები.
შეფასება: ფასდება
ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, შემოქმედებითი და კვლევის უნარები, წინასწარ მომზადებული
სქემის მიხედვით.
საჭირო რესურსები: ფორმატები, ფანქრები, აკვარელი, მუყაო,
პლასტელინი, თივა, კომპიუტერი, პროექტორი, მუსიკალური ცენტრი, ეკრანი, დამხმარე ლიტერატურა,
ენციკლოპედია.