წარმატება ამ სკოლაში იწყება...


სსიპ  ქ.ფოთის მე-4 საჯარო სკოლა  გთავაზობთ  უფასო მოსამზადებდელ კურსებს..






                სკოლამდელი  აღზრდის პროგრამა განკუთვნილია 5-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის, რომლის მიზანია განავითაროს ბავშვი გონებრივად და ფიზიკურად, მოამზადოს ის სკოლისთვის.
სასწავლო პროგრამა დაყოფილია ორ ნაწილად:

პირველი ნაწილი: სასწავლო ბლოკი
ანბანური   პრინციპების გაგება, მარტივი ტექსტების  გააზრება, საკუთარი აზრის გასაგებად ჩამოყალიბება,      სიტყვების, ტექსტების და ნახატების დამახსოვრება.
მათემატიკური ცნებების ფორმირება. მარტივი, ლოგიკური დავალებების გადაწყვეტა-ამოხსნა.
უსაფრთხოების წესების გაცნობა.
საწყისი წერითი უნარების განვითარება(ხელისმომზადება წერისთვის).მეტყველების განვითარება, მეტყველების კულტურა.
სწავლისადმი   მოტივაციის ჩამოყალიბება. 

მეორე ნაწილი:  შემოქმედებითი ბლოკი
სამუშაო ინსტრუმენტების გამოყენება უსაფრთხოების წესების დაცვით(წებო, მაკრატელი, საღებავი,  ქაღალდი, მუყაო, ფუნჯი და სხვა, ძერწვა). 
თამაში მუსიკის ბგერებთან.
აპლიკაცია(შერეული მასალითმუშაობა,ნატურალურიმასალის გამოყენება,სხვადსხვა ფაქტურის ქაღალდები, მუყაო, მარცვლეული).
ფერწერა(აკვარელი, მარკერები, ფერადი ფანქრები, გუაში, თითის საღებავები, პასტელი).
ჯანსაღი ცხოვრების წესი- სპორტული აქტივობები.

სწავლების ხანგრძლივობა: 15.00.-16.00.

საკონტაქტო ინფორმაცია: ქ.ფოთი, დემეტრე თავდადებულის 13
                                                     (0493) 22 15 06     (0493) 22 16 63

დირექტორი: გივი  ხომერიკი ,  95  500 117
დირექტორის მოადგილე: ილონა გაბუნია,  91 14 12 88