დაჯილდოვება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში


2011 წლის 28 აპრილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა 2010–2011 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოვება. საამაყოა, რომ ჩვენი სკოლის მე–10 კლასის მოსწავლემ, ლორენა შამათავამ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, რესპუბლიკაში პირველი ადგილი დაიკავა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ლორენა შამათავა პირველი ხარისხის დიპლომითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა.