პროექტი: „ერთად გავუფრთხილდეთ დედამიწას!”


2011 წლის 19 აპრილს, 13 საათზე, . ფოთის 4 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა კათედრამ, კათედრის ხელმძღვანელი ლია ალანია, ფიზიკის მასწავლებლის მარინა მიმინოშვილის ხელმძღვანელობით  ეკოლოგიური კვირეულის  ფარგლებში მოაწყო დედამიწის  მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  აქციაერთად გავუფრთხილდეთ დედამიწას!. რომელშიც მონაწილეობა მიიღო სკოლის დაწყებითი და  საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლები ქეთევან აფაქიძე, ბელა საბიაშვილი, მაკა კოპალიანი, ნანი გაბუნია, ნატალია რუხაია, კლარა ნიქაბაძე, თამარ მიგინეიშვილი, რუსუდან ბესელია.
პროექტის  მიზანი იყო მომავალ თაობებში მშობლიური ბუნებისადმი სიყვარული და პატივისცემ, მის დაცვაზე ზრუნვა. ერთი მხრივ  მიეწოდოს მოზარდ თაობას  მეტი ინფორმაცია უნიკალური  ბუნების შესახებ, გარემოსდაცვით  პრობლემებზე, მეორე მხრივ  გაეწიოს პოპულარიზაცია  ეკოგანათლებას.
           აღნიშნული აქცია შექმნის საფუძველს მომავალი ღონისძიებების  ორგანიზებისათვის, რომელშიც სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს დაინტერესებულ პირთა ფართო სპექტრი: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, საჯარო სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.
            აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ვინაიდან იგი ახალგაზრდა თაობას დაანახებს გარემოს დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.
პროექტის  აღწერა: კვირეულის ფარგლებში მოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქცია, ეკოგაკვეთილები კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე, რომელსაც  მასპინძლობდა კოლხეთის ეროვნული პარკი. მოეწყო მსვლელობა სკოლიდან (თავდადებულის13) და დასრულდა ქალაქის ცენტრალურ პარკში, სადაც მოეწყო  მოსწავლეების ნახატებისა და პლაკატების გამოფენა:  მე მიყვარს დედამიწა!“,  ასფალტზე ხატვა - „SOS - გავუფრთხილდეთ გარემოს!“, სპორტული ღონისძიებები, დასასრულს მონაწილეებმა ცაში გაუშვე  ჰელიუმის საჰაერო ბუშტებ სიკეთისა და მშვიდობის სიმბოლოდ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა  დაამზადეს ბუკლეტები, რომელიც გაავრცელეს ქალაქის საჯარო სკოლის და აქციაში მონაწილე  მოსწავლეებში.
მე–5 კლასის მოსწავლეებმა სერგო ყანჩაველმა, ვერონიკა კახიანმა, ნათია ძაძამიამ და ანა ბუკიამ ჩაატარეს მოსახლეობის გამოკითხვა, დაახლოებით გამოიკითხა სხვდასხვა ასაკის 100–მდე რესპოდენტი. შეკითხვები იყო შემდეგი სახის: რამდენი სკოლაა ქალაქში? რა იცით დედამიწის მსოფლიო დღის შესახებ? ზრუნავთ თუ არა საკუთარი  ქალაქის კეთილღეობაზე? როგორ? შედეგები იყო საინტერესო... ქალაქში სკოლების რაოდენობა მეტნაკლებად იციან,  დედამიწის მსოფლიო დღესასწაულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, რაც შეეხება ქალაქზე ზრუნვას ერთსულოვნად ყველა ზრუნავს, რგავს ნარგავებს,  არ ყრის ნაგავს.  მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეომასალა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. ფოთის მერიის  წარმომადგენლები ქ–ნი ნანა ჯაფარიძე და ქ–ნი კესო კალანდარიშვილი, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხათუნა ქაცარავა და უფროსი მეცნიერთანამშრომელი მანანა ჩიქოვანი, სტუმრები საჯარო სკოლებიდან.
ღონისძიება გააშუქა ტელეკომპანია „მეცხრე ტალღამ“.
პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელა ინფორმაციულმა მენეჯერმა ეთერ ოჩიგავამ.