გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი

2011 წლის 2 ნოემბერს დაწყებითი საფეხურის IV კლასის  ქართული და რუსულენოვანი ჯგუფის  მოსწავლეებს, ჩაუტარდათ გასვლითი  გაკვეთილი შავი ზღვის კუნძულის უბნის სანაპირო ზოლში, კლასის დამრიგებლები მაკა კოპალიანი და თამარ მიგინეიშვილი. ეს იყო სპორტისა და ბუნების ინტეგრირებული გაკვეთილი, რომლის ფარგლებშიც პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს და შეასწავლეს თუ რა არის ჰორიზონტი, ჰორიზონტის ხაზი, მხარეები. გაკვეთილის პროცესში დააკვირდნენ ცას, ღრუბლებს, განასხვავეს ღრუბლების სახეობები, ფრთისებრი და გუნდისებრი ღრუბლები. ეწვივნენ ჰიდროგრაფიულ ცენტრს, სადაც გაეცნენ შუქურას შექმნის ისტორიას, მის დანიშნულებას და მნიშვნელობას. ბუნების გაკვეთილს შეენაცვლა სპორტის გაკვეთილი. მოეწყო სპორტული შეჯიბრებები გუნდებს შორის. გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა მოხატეს ასფალტზე.