ღია გაკვეთილი ფიზიკაში

      24 ნოემბერს საბუნეისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ფიზიკის მასწავლებელმა ლიანა ალანიამ, ჩაატარა ღია  გაკვეთილი  ფიზიკაში, გაკვეთილის თემა "დიფუზია".
     საგაკვეთილო პროცესი წარიმართა ძალიან საინტერესოდ. მოსწავლეები განაწილდნენ ჯგუფებში, აირჩიეს ლიდერები: სოფიკო კუჭუხიძე, აკაკი გუგუშვილი, გიორგი მებონია, ელენე ტყებუჩავა.   თითოეულმა ჯგუფმა მოამზადა საპრეზენტაციო მასალა, გამოუშვა გაზეთი და  დემონსტრირება გაუკეთა ცდებს. გამოიყენეს სასკოლო ლაბორატორიის აღჭურვილობა და სახლში დამზადებული საჭირო მასალები. ყველა   პრეზენტაცია წარიმართა  კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები მოსწავლეები და სტუმრები. ამ დღისათვის აკაკი გუგუშვილმა, საკუთარი ინიციატივით გამოუშვა ჟურნალი "ფიზიკა", რომელიც  თავისი შინაარსით საუკეთესო საშუალებაა  გაკვეთილზე სამუშაოდ.