ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკა ინგლისური ენა

22 დეკემბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ფიზიკის პედაგოგმა მარინა მიმინოშვილმა და უცხოენათა კათედრის ინგლისური ენის პედაგოგმა ნატალია კუპრაძემ ჩაატარეს ერთობლივი გაკვეთილი VIII კლასში, თემა "ნივთიერებათა სიმკვრივე". გაკვეთილი მიზნად ისახავდა შესწავლილი  ფიზიკური სიდიდეების ცოდნის განმტკიცებას, სიმკვრივის ფორმულის გამოყვანას, ერთეულთა დადგენას. ინგლისურ ენაში მეცნიერული ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ინგლისურ ენაზე მეტყველებას, კითხვაზე პასუხის გაცემისა და მსჯელობის გამომუშავებას. გაკვეთილი წარიმართა ინტერაქტიური მეთოდების  როლური თამაშისა და ჯგუფური მუშაობის  გამოყენებით. საინტერესოდ იქნა წარმოდგენილი პრეზენტაციები თითოეული ჯგუფის მიერ ,როგორც რუსულ , ასევე ინგლისურ ენაზე, ამოიხსნა ამოცანები და ჩატარდა ექსპერიმენტები. პოზიტიური გარემოს შექმნის მიზნით მომზადდა ვიდეო მასალა დიდი ბრიტანეთზე,მის უძველეს უნივერსიტეტებზე, მოუსმინეს ლეგენდარულ "ბიტლზს".                            
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად  და ორგანიზებულად ჩაერთო როგორც ძლიერი, ასევე საშუალო მოსწრების მოსწავლეები. თავი გამოიჩინეს ვერონიკა შინკარენკომ, მარიამ კოზლოვამ, ლერი შამათავამ, მარი შენგელიამ, ნასტია და  ალესია    ბეზგოტკოვებმა, თათია ტაბაღუამ, მონიკა ჯებისაშვილმა, ნიკა თომაევმა, დავით კვირკველიამ, ჯანგულ, ფარღალავამ, დავით აფაქიძემ, ანა ანთაძემ, ლალი შენგელიამ, ვენერა კატანჯიანმა, არტიომ ბელაშმა, დიანა კუჭავამ, მარგარიტა ქაქუთიამ. მოსწავლეებმა მოამზადეს გაზეთები, ნახატები, ექსპერიმენტის ჩასატარებლად მოიტანეს საჭირო მასალები.კლასი პასუხისმგებლობით მოეკიდა დაკისრებულ მოვალეობას , რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის კლასის დამრიგებელს ქ-ნ ელენე კარანაძეს.
გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორი ბ-ნი გივი ხომერიკი. დირექტორის მოადგილე ქ-ნი ნაირა დუნდუა, უცხოენათა კათედრის გამგე შორენა გაზაშვილი, ფიზიკის პედაგოგი ლია ალანია.