"სულის ჩუმი ამოძახილი" posted Feb 15, 2012 11:28 AM by poti4 skola [ updated Feb 15, 2012 12:03 PM ] ,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა /ილია/ და მაინც, რა არის პოეზია... ჩვენ სულის მდგომარეობა უფრო გვგვონია, რომელსაც სიტყვიერი გამოხატულება აქვს... როგორ?.... ან როგორი უნდა იყოს? ვინ იცის? ვინ იტყვის?... ,,სიბრძნის დარგია’’? როგორც ამას რუსთველი გვეუბნება, თუ ,,მოვარდნილი მეწყერია’’? როგორც ამას ტიციანი უწოდებს?.... ან იქნებ?...რაზე ვკამათობთ? ფორმაზე თუ სულზე?.... ყველაფერს თავისი ფორმა აქვს...მათ შორის ლექსსაც... და ღვთივბოძებული ნიჭი სწორედაც რომ მის შექმნასაც უნდა...და დავეთანხმებით, ალბათ, რომ ნიჭთან ერთად ცოდნა და შრომაც სჭირდება.... როგორც ყოველგვარ საქმეს ამქვეყნად.... და მაინ, რა არის პოეზია? პროზა? ხელოვნება? ალბათ... მაინც რა არის პოეზია?.....* ამ კითხვებზე პასუხის მოსაძებნად ჩვენი სკოლის ლიტერატურულ კარცერ-ლუქსში ჩატარდა შემოქმედებითი საღამო: ,,სულის ჩუმი ამოძახილი", სადაც საკუთარი ლექსები წაიკითხა მე-12 კლასის მოსწავლემ ბექა დავითაიამ, ჩანახატები და ესეები კი მე-10 კლასის მოსწავლეებმა: ნათია გუგუშვილმა, ნინო იკაევამ, გიორგი მიმინოშვილმა და მე-9 კლასის მოსწავლემ ანა კვიტატიანმა. (მასწავლებელი თეონა თეზელაშვილი) საღამოს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი გივი ხომერიკი, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრიდან ქალბატონი ფოთოლა ქაჯაია , დირექციის წევრები, მასწავლებლები ,

"სულის ჩუმი ამოძახილი"

,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა /ილია/ და მაინც, რა არის პოეზია... ჩვენ სულის მდგომარეობა უფრო გვგვონია, რომელსაც სიტყვიერი გამოხატულება აქვს... როგორ?.... ან როგორი უნდა იყოს? ვინ იცის? ვინ იტყვის?... ,,სიბრძნის დარგია’’? როგორც ამას რუსთველი გვეუბნება, თუ ,,მოვარდნილი მეწყერია’’? როგორც ამას ტიციანი უწოდებს?.... ან იქნებ?...რაზე ვკამათობთ? ფორმაზე თუ სულზე?.... ყველაფერს თავისი ფორმა აქვს...მათ შორის ლექსსაც... და ღვთივბოძებული ნიჭი სწორედაც რომ მის შექმნასაც უნდა...და დავეთანხმებით, ალბათ, რომ ნიჭთან ერთად ცოდნა და შრომაც სჭირდება.... როგორც ყოველგვარ საქმეს ამქვეყნად.... და მაინ, რა არის პოეზია? პროზა? ხელოვნება? ალბათ... მაინც რა არის პოეზია?.....*

ამ კითხვებზე პასუხის მოსაძებნად ჩვენი სკოლის ლიტერატურულ კარცერ-ლუქსში ჩატარდა შემოქმედებითი საღამო: ,,სულის ჩუმი ამოძახილი", სადაც საკუთარი ლექსები წაიკითხა მე-12 კლასის მოსწავლემ ბექა დავითაიამ, ჩანახატები და ესეები კი მე-10 კლასის მოსწავლეებმა: ნათია გუგუშვილმა, ნინო იკაევამ, გიორგი მიმინოშვილმა და მე-9 კლასის მოსწავლემ ანა კვიტატიანმა. (მასწავლებელი თეონა თეზელაშვილი) საღამოს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი გივი ხომერიკი, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრიდან ქალბატონი ფოთოლა ქაჯაია , დირექციის წევრები, მასწავლებლები , მოწვეული მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებიდან.