მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი 68-ე კონფერენცია

15 თებერვალს ქ.ფოთის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებით სახლში, გაიხსნა სასწავლო შემოქმედებითი 68-ე  კონფერენცია. კონფერენცია გახსნა ქალბატონმა ფოთოლა ქაჯაიამ. წელსაც განსაკუთებული აქტივობით  ჩაერთნენ ჩვენი ქალაქის საჯარო  და კერძო სკოლების მოსწავლეები კონფერენციის მუშაობაში, სხვადასხვა საგნობრივ სექციებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი , საინტერესო და აქტუალური თემები. ტრადიციისამებრ,  კონფერენციაში მონაწილეობა მივიღეთ მე-4 საჯარო სკოლის  მოსწავლეებმაც. შემოქმედებით სექციაში თეონა ქარქაშაძემ, გოგა ჯოლოხავამ, ელენე ტყებუჩავამ, ფიქრია შონიამ, ნათია გუგუშვილმა-პედაგოგი ირმა დოლბაძე, საზოგადოებრივი მეცნიერებები ანა მიქაუტაძემ, მარი გიგიბერიამ- პედაგოგი ილონა გაბუნია, ნათია გუგუშვილმა-პედაგოგი ირინე ხურცილავა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები აკაკი გუგუშვილმა-პედაგოგი ლია ალანია, მიხეილ პაჭკორიამ, ოთარ თეზელაშვილმა, დიანა არზიანმა-პედაგოგი მარინა მიმინოშვილი. უცხოენათა კათედრა ნათელა მიქაძემ-პედაგოგი შორენა გაზაშვილი.
ვუსურვოთ წარმატებები ყველა შემოქმედ და ნიჭიერ ახალგაზრდას...