"ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღე"


საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, კათედრის ხელმძღვანელი თინათინ ცირამუა,  მოეწყო პროექტის პრეზენტაცია "ჭარბტენიანი ტერიტორიები და მათი მნიშვნელობა", პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ V, VI, VIII კლასის ქართული და რუსულენოვანი კლასების მოსწავლეები, ხელმძღვანელი პედაგოგი მარინა მიმინოშვილი. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები, მათ შორის კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მეცნიერთანამშრომლები ქალბატონი მანანა ჩიქოვანი, ქალბატონი ქრისტინე სარიშვილი... პროექტის პრეზენტაციის  დასრულების შემდეგ ჩატარდა ვიქტორინა "ვინ უკეთ იცნობს მსოფლიოს ჭარბტენიან ტერიტორიებს". პაექრობაში აქტიურად  ჩაერთნენ მოსწავლეები, პასუხობდნენ სწრაფად და გონივრულად... ვიქტორინის შედეგები შეაჯამა ქალბატონმა მანანამ და გამოავლინა გამარჯვებული: პირველი ადგილი ქულათა საერთო რაოდენობით მიენიჭა მე-5 რუსულენოვანი ჯგუფია მოსწავლეებს, კლასის დამრიგებელი შორენა გაზაშვილი,  მეორე ადგილი მე-5 ქართულენოვანი ჯგუფის მოსწავლეებს, დამრიგებელი ეკა მაკალათია, მესამე ადგილზე გავიდა მე-6 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელი თინათინ ცირამუა, მეოთხე ადგილი მიენიჭა მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეთა გუნდს, დამრიგებელი ნინო სილოგავა და მარია ხორავა.