2011 წლის 19 მარტს ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარი თემაზე "ენერგოეფექტურობა და მისი მნიშვნელობა". პროექტი განახორციელა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის "სპექტრი"-ის ექსპერტებმა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომელიც მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გავრცელებას.
სემინარი გახსნა საბუნებისმეტყველო კათედრის ფიზიკის მასწავლებელმა მარინა მიმინოშვილმა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოწვეული სტუმრები აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: ქ-ნი ქეთევან ცხაკაია, ქ-ნი ელენე გამყრელიძე და ბ-ნი მერაბ ბარათაშვილი!
ტრენინგ-სემინარის პროგრამით განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ენერგოეფექტურობა და მისი მნიშვნელობა, ენერგიის განახლებადი და არაგანახლებადი წყაროების გამოყენების მსოფლიო გამოცდილება, ენერგეტიკის ობიექტების ზემოქმედება გარემოზე, კლიმატის ცვლილებები, ენერგოეფექტურობის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისათვის აშშ–ის გამოცდილება!
ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდათ პუბლიკაციები, გაიმართა საინტერესო დისკუსია, ჯგუფებში მუშაობა, დამზადდა მარტივი მზის ღუმელი და მოეწყო მისი პრეზენტაცია!
სემინარის მუშაობა წარიმართა საინტერესოდ, რაც გამოხატა თითოეულმა მონაწილემ. გამოითქვა სურვილი უფრო ინტენსიური გახდეს ეს შეხვედრები და მოეწყოს მსგავსი სემინარები სკოლის მოსწავლეთათვის!
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები!
სემინარის მუშაობა გააშუქა ადგილობრივმა მასმედიის საშუალებებმა: ტელეკომპანია "9 ტალღამ", რაიდო "ჰარმონიამ" და გაზეთმა "InterPressNews"–მა.