ლორენა შამათავა პირველ ადგილზეა


გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები. ჩვენი სკოლიდან მესამე, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა ხუთმა მოსწავლემ მიიღო:

1.     ლორენა შამათავა – 10 კლ.
2.     მარიკა ალანია – 11 კლ.
3.     დავით ხუბულავა – 12 კლ.
4.     დავით ტოფაძე – 12 კლ.
5.     იური არჩაია – 12 კლ.
ოლიმპიადაში მონაწილეთაგან მე–10 კლასის მოსწავლემ, ლორენა შამათავამ, ბრწყინვალე შედეგს მიაღწია, რომელმაც ქართული ენის ტურში, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, რესპუბლიკაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და 28 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. საკმაოდ მაღალი შედეგი უჩვენა მე–11 კლასის მოსწავლემ მარიკა ალანიამ. მან 21 ქულით მე–9 ადგილი დაიკავა.
ვულოცავთ!