დაცული ტერიტორიების ძირითადი ფუნქციაა ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა. საზოგადოებისათვის ნათელი ხდება, რომ დაცული ტერიტორიები წარმოადგენენ არა შემოღობილ და ყველასთვის აკრძალულ ზონებს, არამედ მათი მიზანია ერთის მხრივ საზოგადოებას მიაწოდოს მეტი ინფორმაცია მართლაც უნიკალური ბუნების შესახებ, მეორეს მხრივ გაუწიოს პოპულარიზება იმ დაცულ ტეროტორიებს სადაც შესაძლებელია ვიზიტების, ლაშქრობებისა და დასვენების ორგანიზება.
ამ მიზნით ქალაქის მოსწავლე–ახალგაზრდობის ეკომოძრაობის ორგანიზაციის ,,ფაემ“–ის წევრები, რომელიც აერთიანებს ქალაქ ფოთის საჯარო სკოლების ეკეორეინჯერებს, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვეწვიეთ ხობის რაიონის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრა გახსნა კოლხეთის ეროვნული პარკის უფროსმა სპეციალისტმა მანანა ჩიქოვანმა, რომელმაც ისაუბრა მოზარდი თაობის ეკოლოგიური განათლების მნიშვნელობაზე, გარემოსდაცვით ღონისძიებებში აქტიურ ჩაბმაზე. რამდენადაც კოლხეთის ეროვნული პარკის ერთ–ერთი უბანია ხობის რაიონი, მნიშვნელოვანია ამ რაიონის მოსახლეობის, მოსწავლე–ახალგაზრდობის მოზიდვა და ჩართვა გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში, გარემოსთან ურთიერთობის უნარჩვევების გამომუშავებაში, ასევე მათი გაერთიანება ეკოკლუბებში.
კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსმა ხათუნა ქაცარავამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო და შესთავაზა ეროვნული პარკის დათვალიერების რამდენიმე საინტერესო სანაოსნო მარშრუტი. ჭარბტენიანი ტერიტორიების დათვალიერება მოტორიანი კატარღებით, სანაოსნო მარშრუტი: პალიასტომი–ფიჩორი. პალიასტომის ტბაზე გასეირნება პანტომით, კაიაკებით გასეირნება ოქროს ტბაზე, საფეხმავლო–სანაოსნო მარშრუტი ,,ფრინველთა დარგოლვის ცენტრი ჭურია“. წარმოადგინა ვიდეო და ფოტო მასალები.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ფიზიკის მასწავლებელმა მარინა მიმინოშვილმა ისაუბრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული გარემოსდაცვითი საყოველთაოდ აღიარებული დღეების აღნიშვნის შესახებ, რაც გარკვეულწილად ეხმარება ეკოკლუბებს გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებაში.
,,ფაემ“–ელებმა თ. კუკავამ, ნ. ტაბატაძემ, გ. პარკაიამ წარმოადგინეს ორგანიზაციის ემბლემა, დროშა, ისაუბრეს ორგანიზაციის ეკორეინჯერების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე და აჩვენეს ამ მუშაობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები.
მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა რუსუდან ჭოჭუამ ჩაატარა ვიქტორინა–კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ხეთისა და ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ერთმანეთს ეპაექრებოდა 4 ჯგუფი – ,,სიმბიოზი“ (კაპიტანი გ. პარკაია, ფოთის 4 საჯარო სკოლა), ,,ვუნდერკინდები“ (კაპიტანი შ. სარდალიშვილი, ფოთის 2 საჯარო სკოლა), ,,პალიასტომი“ (კაპიტანი მ. ბუკია, ხეთის საჯარო სკოლა), ,,იმედი“ (კაპიტანი ა. გვაჯაია, ხეთის საჯარო სკოლა).
გაიმარჯვა გუნდმა ,,სიმბიოზი“. ვიქტორინა–კონკურსში მონაწილე და გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. შეხვედრა დასრულდა ხეთის საჯარო სკოლის ეზოში ნერგების დარგვის აქციით.
ეკოტური გაგრძელდა ხეთის მიდამოებში. ვნახეთ ტბა – პაპანწყვილი. ვესტუმრეთ ნოჯიხევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, სადაც მეგზურობა გაგვიწია ჩვენმა თანაქალაქელმა დედა ბარბარემ.
ხობის მონასტერი ხუროთმოძღვრული კომპლექსია, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო და გალავანი. იგი აგებულია XIII-XIV საუკუნის მიჯნაზე, რომელიც დამშვენებულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით.
ისტორიული წყაროებით ხობის მონასტერი სადადიანოს მთავარ საძვალეს წარმოადგენს. აქ სხვადასხვა პერიოდში დასვენებული ყოფილა მარიამ ღვთისმშობლის კვართი, წმ. გიორგის ბარძაყი, იოანე ნათლისმცემლის ნაწილები, წმ. მარინეს მკლავი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი, შოლტი–რომლითაც მაცხოვარი იგვემა, დავით აღმაშენებლის სწინამძღვრო ჯვარი, მრავალწლიანი ხატი–რომელიც 52 უჯრად არის გაყოფილი სადაც წმინდანთა ნაწილებია, ხატის შუაში მოთავსებულია ძელიცხოვლის ჯვარი.