1 აპრილი ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღეა

 საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით (კათედრის გამგე ლია ალანია, ფიზიკის მასწავლებელი მარინა მიმინოშვილი) მოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქცია, რომელიც მიეძღვნა ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
            მეუფე გრიგორის ლოცვა–კურთხევით, ეპარქიის ტერიტორიაზე გამოგვიყვეს ნერგები, რომელთა შერჩევა–ამოღების სამუშაოები შეასრულეს ვალერი ქირიამ, სერგო ცებენკომ, ირაკლი ბერაიამ, გენადი ახალაძემ (IX კლასი. დამრიგებელი შორენა გაზაშვილი), მიხეილ პაჭკორიამ, ლონგი კუჭავამ (VIII კლასი. დამრიგებელი მარინა მიმინოშვილი). სკოლის მიმდებარე ტერიტორია ნერგების ჩასარგავად მოამზადეს ბექა ესებუამ და ირაკლი ფაღავამ (X კლასი. დამრიგებელი ირმა დოლბაძე), დირექტორის მოადგილის სამეურნეო დარგში იზო დგებუაძის ხელმძღვანელობით.
            14 საათზე სკოლის ეზოში შეიკრიბა ქართული და რუსულენოვანი ჯგუფების მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები კოლხეთის ეროვნული პარკიდან – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხათუნა ქაცარავა და უფროსი სპეციალისტი მანანა ჩიქოვანი, რომლებმაც საჩუქრად გადმოგვცეს 10 ძირი ნეკერჩხლისა და კვიპაროსის ნერგი. სულ ტერიტორიაზე დაირგო 30 ძირი ნერგი.