1996 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმას მოეწერა ხელი, რის შედეგადაც ამ ქვეყნებს შავი ზღვის ეკოსისტემების რეაბილიტაციის, დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება დაეკისრათ. შავი ზღვის საერთაშორისო დღე გეგმის ხელმოწერიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
1997 წლიდან 31 ოქტომბერი საქართველოშიც აღინიშნება, როგორც - შავი ზღის საერთაშორისო დღე.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ, კათედრის ხელმძღვანელი დოდო ცომაია, ფიზიკის მასწავლებლის მარინა მიმინოშვილის ორგანიზებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების, შავი ზღვის თემატიკის პოპულიზების მიზნით შავი ზღვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა! ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთო VIII კლასი დამრიგებელი ელენე კარანაძე, IXა კლასი დამრიგებელი თეონა თეზელაშვილი, IXბ კლასი დამრიგებელი მარინა მიმინოშვილი, Xაკლასი დამრიგებელი ციური ცირამუა, Xბკლასი დამრიგებელი შორენა გაზაშვილი, XIა კლასი დამრიგებელ ირმა დოლბაძე, XIბკლასი დამრიგებელი რუსუდან ბახბავა.
მოეწყო ნახატების გამოფენა „გადავარჩინოთ შავი ზღვა“ პედაგოგ თამარ ნეტესოვას ხელმძღვანელობით.
გაიმართა კონფერენცია, რომელზეც განიხილეს შემდეგი საკითხები-შავი ზღვის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოსთვის, შავი ზღვის ბიო რესურსები, შავი ზღვის ქიმიური და ორგანული დამაბინძურებლები, უკანონო თევზჭერის ნეგატიური გავლენის ფაქტორები.
კათედრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ ქ-ნი ნაირა დუნდუა და ქ-ნი ილონა გაბუნია.