"მეგობრული პალიტრა"


 2011 წლის 5 ოქტომბერს დღის 12 საათზე თვითმმართველი ქალაქ ფოთის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა ფერწერული გამოფენა  მეგობრული პალიტრა “. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჩამოსულმა სტუმრებმა (ლიტველი მხატვრები), ასევე  ფოთის მხატვართა კავშირის წევრებმა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა  32 ნახატი, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა ქალაქ ფოთს. წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა თემებზეა შესრულებული. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პიტე ჩერნიუტეს, რუტა ედუკიტეს, ალექსანდრა კოზმინას, იურაიტე ნიტალენეს, ლიტაურას ფრიჟეს, ასევე ფოთელი მხატვრების ალექსანდრე რურუას. ჯანო დანელიას, გივი გვიჩიას, გიგოლ ღვანიას, ქეთი ჩეჩელაშვილის, გიორგი გუგუშვილის, მურთაზ შველიძის ნამუშევრები.
            „მეგობრულმა პალიტრამ ულამაზეს ფერთა ჰარმონიას გვაზიარა და მრავალფეროვან ნამუშევართა მორევში მოგვიქცია.“  მართლაც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო  საგამოფენო დარბაზში გატარებული წუთები IV კლასის მოსწავლეებისათვის, დამრიგებელი მაკა კოპალიანი.