NATO-მნიშვნელობა, მიზნები და ამოცანები!

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით 2011 წლის 10 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით  საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგებმა ორგანიზება გაუკეთეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) კვირეულს.  აღნიშნულ პერიოდში   ორგანიზება გაუკეთდა NATO-ს შესახებ საინფორმაციო ლექციებს.
ნატოში ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტთაგანია. ნატოს კვირეულის ფარგლებში,  სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების პედაგოგმა მარინა მიმინოშვილმა 19 ოქტომბერს ჩაატარა შემაჯამებელი კონფერენცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობა, მიზნები და მისწრაფებები. კონფერენციაში აქტიურად ჩაერთო X, XI და XII კლასის მოსწავლეები, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგები.  მოსწავლეებმა საინტერესოდ გააშუქეს ინფორმაცია  ნატოს შექმნის ისტორიაზე,  საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, ალიანსის ძირითად სამოქმედო პრინციპებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. წარმოადგინეს ვიდეო ფილმები და მსმენელი აუდიტორიისათვის ჩაატარეს ვიქტორინა.
საკონფერენციო მასალები მოამზადეს მარიკა ალანიამ (XIIკლ), მარიამ ლორთქიფანიძემ (XIკლ), შოთა კვარაცხელიამ (XI კლ), ანა ხაჟუმიამ (XIკლ),   ია  ბარქაიამ ( XIკლ),  ლორენა შამათავამ (XIკლ), ბექა ესებუამ (XIკლ),  ირაკლი ფაღავამ (XIკლ) .
კონფერენციის მუშობა შეაფასეს დირექტორის მოადგილემ ილონა გაბუნიამ, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგემ ნინო სილოგავამ, პედაგოგებმა თინათინ ცირამუამ, ირმა დოლბაძემ, თეონა თეზელაშვილმა, ირინა ხურცილავამ.