„დემოკრატიის სწავლება სკოლაში“
2012 წლის 12–13-14 ოქტომბერს ზუგდიდში, ასოციაცია „ათინათში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „დემოკრატიის სწავლება სკოლაში“.
ზუგდიდში ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს რეგიონის ქ. ფოთის, ხობისა და ზუგდიდის რაიონის 22 მასწავლებელმა. მათ შორის ქ.ფოთიდან მარინა მიმინოშვილი(IV საჯარო სკოლა), ზოია გრაფიშვილი( XI საჯარო სკოლა) , თამაზ პაჭკორია(VI საჯარო სკოლა), ირაკლი ლაბარტყავა(VIII საჯარო სკოლა).ტრენინგები ჩატარდა პროექტის „განათლება ხარისხის ნიშნით“ ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია „ათინათი“ პოლონურ ორგანიზაციასთან „ფონდი განათლება დემოკრატიისთვის“ (FED) პარტნიორობით ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში 2012 წელს, პროგრამა „დემოკრატიის ხელშეწყობა“.
შეხვედრა გახსნა ასოციაცია "ათინათის" კოორდინატორმა ივეტა როდონაიამ, ხოლო ტრენინგებს უძღვებოდნენ ტრენერები გრიგოლ მურვანიძე(ფოთის 2 საჯარო სკოლა), ნანა დარასელია, სოფიო კაკაჩია და მაგდალინა თოდუა.
ტრენინგი იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული, რისი დასტურიცაა თითოეული პედაგოგის მიერ გამოთქმული შეფასებები შეხვედრის დასასრულს და დიდი სურვილი შემდგომი თანამშრომლობისა.