"გავეცნოთ ევროკავშირს"


     

        21-22 ივნისს ქალაქის საჯარო სკოლის პედაგოგებისათვის,   ფონდ "ინტერნიუსი-საქართველოს" პროექტის "გავეცნოთ ევროკავშირს" ფარგლებში,  ჩატარდა საინფორმაციო სემინარი. რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.       სემინარი გახსნა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ,"ინტერნიუსი".      სემინარის მუშაობას უძღვებოდნენ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სერგი კაპანაძე.

      ევროპული ინტეგრაციის ისტორია და ევროკავშირის გაფართოების ეტაპები, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა,                  ევროკავშირის როლი საქართველოში კონფლიქტების მოგვარების პროცესში, როგორ ფუნქციონირებს ევროკავშირი, ევროპული ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელები, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ჩარჩოები პშთ, სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთის პარტნიორობა, ასოცირების შეთანხმება, რატომ მიისწრაფის საქართველო ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისაკენ... ეს იყო სემინარის ძირითადი საკითხები....       ევროპული ინტეგრაციის ისტორია და ევროკავშირის გაფართოების ეტაპები, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ევროკავშირის როლი საქართველოში კონფლიქტების მოგვარების პროცესში, როგორ ფუნქციონირებს ევროკავშირი, ევროპული ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელები, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ჩარჩოები პშთ, სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთის პარტნიორობა, ასოცირების შეთანხმება, რატომ მიისწრაფის საქართველო ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისაკენ... ეს იყო სემინარის ძირითადი საკითხები.... 

    მუშაობა წარიმართა ინტერაქტიური მეთოდით, დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო მსენელი საზოგადოება... სემინარის მუშაობა იყო საინტერესო, შემოთავაზებული საკითხები განხილული იყო სიღრმისეულად , კონკრეტული მაგალითების ანალიზის საფუძველზე. ნაჩვენები იყო ფილმი "გზა ევროპისაკენ-ლიტვა", მონაწილეებს დაურიგდათ ლიტერატურა.

        სემინარის დასასრულს მის ყველა მონაწილეს გადაეცა  სერტიფიკატი.