ჩვენ დღეს ვესტუმრებით რობინზონ კრუზოს... მოგზაურობა არის შორეული, საინტერესო, მაგრამ სახიფათო... სამოგზაუროდ წავიყვან მხოლოდ უშიშარ, ყველაზე მეგობრულ და ყველაზე საზრიან მათემატიკოსებს... ასე დაიწყო გაკვეთილი ქ.ფოთის მე-4 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მეორე კლასის პედაგოგმა ქ-მა ნანი გაბუნიამ... გამოწვევის შემდეგ პედაგოგმა ბავშვები ჩასვა პირობით კაიუტებში და შეუდგნენ მათემატიკური დავალებების შესრულებას...
ეს იყო შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში, საინტერესო და სახალისო დავალებების შესრულებით ქალბატონმა ნანიმ კიდევ ერთხელ შეაფასა მოსწავლეების მიერ საგაკვეთილო პროცესებზე მიღებული ცოდნა.
ეს იყო შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში, საინტერესო და სახალისო დავალებების შესრულებით ქალბატონმა ნანიმ კიდევ ერთხელ შეაფასა მოსწავლეების მიერ საგაკვეთილო პროცესებზე მიღებული ცოდნა.
მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობდნენ და გულშემატკივრობდნენ ერთმანეთს.